ადამიანის ღვინისადმი დამოკიდებულება მჭიდროდ უკავშირდება მის ურთიერთობას კულტურასთან, რადგან ღვინო, ისევე როგორც ხელოვნების ნიმუში, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად აღიქმება. თითოეული ადამიანი სხვისგან განსხვავებულ, უნიკალურ შეგრძნებებს განიცდის.
ღვინო სხვადასხვა ეპოქის მხატვრების ნამუშევრებში ხშირად გვხვდება და ის ნახატის შინაარსის და ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩემს შემთხვევაში უცნაური და ამავდროულად სასაცილო ისტორია მახსენდება. სტუდენტობის პერიოდში მე და ჩემი ათი მეგობარი წავედით ულამაზეს თუშეთში. თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებით, უძველესი ნასოფლარებით, ხალხური ხელსაქმის ნიმუშებით, ყოფითი კულტურის ნივთებით. ნაწილი მეგობრების ჩვენს ბანაკში დაბინავდნენ. მე ყარამან ქუთათელაძე და ,,პრიბალტიკელი’’’ ვალდესი წავედით ქორწილში.
ქეიფი იყო სერიოზული. როგორც იცით ნებისმიერი დღეობის დროს თუშები სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე, ამ დროს ისინი ყურადღებას არ აქცევენ თუ რა აღმსარებლობისაა სტუმარი. თუშური დღესასწაულები ხალხური ხელოვნების დიდებულ ფესტივალს წარმოადგენს. თუმცა აქ აღმოვაჩინეთ უცნაური ტრადიცია. თუ არ დალევდი ღვინოს, ხის ხმლებს გირტყამდნენ.
ახალგაზრდები ვიყავით, გავუძელით… ვალდესმა კი ვერ… მერე გავიპარეთ იქიდან. ბანაკში მეგობრები გველოდებოდნენ. ქალებმა დაგვიჭირეს გზად და უამრავი ღვინო გამოგვატანეს, ჩაგვილაგეს ეს ბოთლები. ჩვენ საკმაოდ ნასვამები, ვალდესი კი „ნაცემი“. გზად ბნელოდა, არც ბილიკი ჩანდა, … მაგრამ არ გვეშინოდა, ალბათ ღვინის დამსახურებით… ბევრს ვიცინოდით, ახალგაზრდები ვიყავით, გაბედულები. ჩვენს ბანაკამდე როგორ მივაღწიეთ არ ვიცი. გზად ყველაფერი შემოგვეკარგა, გარდა ღვინისა. მახსოვს ამ წვიმაში როგორ უდარდელად ჩამეძინა… ეს კარავი ტაძარი მეგონა. არც გავციებულვარ, არც შევწუხებულვარ… ეგეც შენი ღვინო, ეს ყველაფერი ხომ მის გარეშე არ მოხდებოდა… ძალიან კარგად მახსენდება ეს ამბავი, ღვინის ბახუსის გარეშე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდით. ჩემთვის რთულია ვწერო ღვინოზე, ამ ღვთაებრივ სასმელზე, ომარ ხაიამმა ხომ ისედაც ბევრი წერა.
ღვინომ ისეთივე პერიოდები და მიმდინარეობები გამოიარა, როგორიც ხელოვნებამ. დღეს, ისევე, როგორც თანამედროვე მუსიკის ყველაზე პოპულარული ჟანრის − ტექნო-მუსიკის რიტმი და თანმიმდევრული, განმეორებადი პულსაცია დაუბრუნდა თავის საწყისს, პირველქმნილ რიტმსა და შეგრძნებებს, სწორედ ასეთი შედეგი დადგა მეღვინეობის გარშემო და ჩამოყალიბდა ხარისხიანი ღვინის ფართოდ წარმოების ტრადიცია, შეიცვალა სმის კულტურა. ხელოვნებაა ყველაფერი ის, რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ, შევაფასოთ, ვცადოთ, ვისიამოვნოთ, გავაზიაროთ, დავეხმაროთ, გავალამაზოთ, შევისწავლოთ და ა.შ.
ოლეგ ტიმჩენკო – ღვინო