რატომღაც ღვინოს პოეტების მახასიათებლად მიიჩნევენ, ხოლო ჩვენს სინამდვილეში გალაკტიონი ღირსეული კანდიდატია.
– ბახუსი მეტისმეტად მოწყალეა… მე არ მინდა ამის მეტი რამე ვთქვა მასზე, ამ მესამე ღმერთზე – ეს ყმაწვილი პოეტის სიტყვებია.
მემთვრალე და არა მოქეიფე!
– ერთი დეტალი, საკვირველი, დიაღ, საოცარი ქართველისთვის, – გაიხსენა გრიგოლ რობაქიძემ, – „კახურზე არგამწყრალი“, იგი, მე ერთხელაც არ მინახავს ნადიმზე და არ მსმენია როდისმე ელხინოს მას ჩვენებურად,გასართველად, და ეს საქართველოში და ეს ტფილისში.
არც საკუთარ ოჯახში გამასპინძლებია ოდესმე ვინმეს.
1931 წელს ინგლისელი ჩესტერტონის რუსული გამოცემიდან გადმოაქართულა:
– მთავრობამ აკრძალა ღვინის გაყიდვა. ხალხს კი ღვინო უყვარს, პოეტი უფასოდ არიგებს ღვინოს და ასე ამარცხებს მთავრობას.
1931 წელს პარიზის კაფეში ლექსივით რეკლამა ამოიწერა ფრანგულად, მერე გადაარუსულა და შემდეგ გადმოაქართულა: სუფრა უღვინოდ იგივეა, რაც დღე უმზეოდ.
დაასათაურა „ღვინო“ და განმარტა:
– გულის ჟანგი ღვინოსა სვამს პირველად, მაგრამ ორიოდე ყანწის შემდეგ ღვინო აბითურებს ჟანგს. დალევს კაცი ღვინოს და გადმოიღვრება ჟანგი, გამომჟღავნდება ყველა საიდუმლო. დალევ ღვინოს და დატრიალდებიან მთები, აირევიან ღრუბლები (მთებო, ღრუბლებო, რა მოგივიდათ, ღვინოს მე ვსვამ და თქვენ თვრებით?).
გაიღიმა და გალექსა:
აძინებს და აღვიძებს ღვინო გრიგოლ ლაღიძეს, მე და ჩემს ტიციანს კი ღვინო გვამამლაყინწებს.
1946 წლის 31 დეკემბერს გორში სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე ვერიკო ანჯაფარიძეს შეხვდა:
ვერიკო ვერ იტანს, In vino veritas.
1940 წელს ჩაიწერა:
– ეს ცხოვრება ღვინით სავსე ჭურჭელია.
და მერე გააგრძელა:
ეს ცხოვრება არის სავსე, ღვინით სავსე ჭურჭელი. მე საჭურეს ვადექ თავზე – ზარმაცი გაურჯელი.
იმავე წელს ჩაიწერა:
– მე მჯერა, რომ იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ აქცია, მაგრამ ამ ღვინით რომ ვინმე დამთვრალიყოს, ვერ დავიჯერებ.
სმის ციკლს ავადმყოფობას ეძახდა და წამალიც ერთადერთი ეგულებოდა:
– შევიდეთ საწყალი კაცის აფთიაქში (სამიკიტნოში).
ერთხელაც ჩაიწერა:
– გაიარე, მაგალითად, დუქანთან, სადაც ოდესმე ლიმონათი დაგვილევია, შენ უსათუოდ
შეჩერდები და მოისურვებ კიდევ დალიო. ასეა ღვინოც.
ერთხელ სასაუზმესთან შეჩერდა. მერე გზა გააგრძელა და საკუთარი მოთმინება შეაქო:
– ყოჩაღ, გალაკტიონ!
მალე მეორე სასაუზმესთან აღმოჩნდა და კვლავ შეყოვნდა. მერე ისევ გააგრძელა გზა:
– ყოჩაღ, გალაკტიონ!
მესამესთანაც თავი შეიკავა და გზა გააგრძელა:
– ყოჩაღ, გალაკტიონ! – მაგრამ ამჯერად რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შეჩერდა – ახლა, ჩემო გალაკტიონ, სამჯერ რომ თავი შევიკავეთ, იმ მოთმინების სადღეგრძელო დავლიოთ! – და შემობრუნდა.
ვახტანგ კოტეტიშვილს მიაკითხა და მასპინძელი სახლში არ დახვდა. პატარა ბარათი დაუტოვა:
„ჩემო ვახტანგ, ვიყავი შენთან, არ დამხვდი. „ხალხური პოეზია“ დიდებულია. გილოცავ და გისურვებ, ჩემო ვახტანგ, იარო ასე სულ მაღლა-მაღლა და სვა კარგი ღვინო!
P.S. ჩემო ვახტანგ, გთხოვ იმ ღვინიდან ცოტა ჩემთვისაც გადაანარჩუნო.გ.ტაბიძე.“
1955 წელს მესხეთ-ჯავახეთში იმოგზაურა. ამ მგზავრობის ინიციატორმა ვახტანგ გურგენიძემ მრავალი ფოტო გადაუღო. ერთი ხერთვისთანაა გადაღებული: გალაკტიონი მსუბუქ ავტომობილთან დგას და მაღლა შემართულ ხელში ბოთლი უჭირავს. ფოტოს ვახტანგ გურგენიძის მინაწერი ახლავს:
– გალაკტიონს ძალიან მოეწონა ხერთვისში მინერალური წყალი „ვარძია“. როდესაც გადავუღე, მთხოვა არ დამებეჭდა, რადგან სხვებს ღვინო ეგონებათო – „ხომ იცი, ვახტანგ, უიღბლო კაცი ვარ“. (გალაკტიონის ეს თხოვნა, როგორც ხედავთ, ვერ შევასრულე).
გაიხსენა ქეთევან მაღალაშვილი და ელენე ბაქრაძე (დარიანი):
– აჰა, გამახსენდა! ქეთომ და ელიკომ რომ მითხრეს, რომ მშვენიერი ღვინო ჩამოუვიდათ, სუფრაზე გამოტანა რომ უნდოდათ და მე უარი ვთქვი. არ მინდა ღვინო.
– ანდრია ბალანჩივაძესთან საღამოთი ვიყავი ბინაზე. გამაცნო ცოლი, რომელმაც გამოალაგა ტორტი, საცივი, ღვინო. უხერხული კი იყო, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი. ისინი სახტად დარჩნენ.
შეადარა:
– ეხლა ჩემი გართობაა რგოლი, რომელიც ბოჩკიდან არის მოხსნილი. როცა გააგორებ, იგი ქანაობს ისე, როგორც მთვრალი, სახლისკენ მიმავალი. მიდის და მიქანაობს, ბოლოს ძალა ეცლება, დაეცემა, მაგრამ ისევ წამოდგება. კიდევ დაეცემა, კიდევ წამოდგება, კიდევ წამოდგება და ბოლოს ერთ ზღართანს მოადენს ისეთს, რომლის შემდეგაც ფეხზე წამოდგომა შეუძლებელია და დევს საწყალი და გდია ისე, როგორც მკვდარი.
ივარაუდა:
საქართველოს დიდება ვის არ გაუგონია, მშვენიერი ლექსები ერთად შაუკონია, პირველი მგოსანია, ყველას მოსაწონია, მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: ღვინო უყვარს, მგონია.
1934 წლის 1 იანვარს კრილოვის 10 ნომერში ოლიასთან და მის უმცროს ძმა ვასიასთან ერთად შეხვდა ახალ წელს. როგორც ოლიამ ჩაიწერა რუსულად, ტოლიბაში გალაკტიონი იყო. რაც მახსოვს ეს ერთადერთი შემთხვევაა გალაკტიონის თამადობისა, ისიც სამკაციან სუფრაზე და საკუთარ სახლში.
ათეული წლების განმავლობაში ოპონენტები, რომლებსაც ლიტერატურულ მტრებს ეძახდა, ხშირად იყენებდნენ და უყენებდნენ ამ ბრალდებას და ხანგრძლივ იზოლაციაში ჰყავდათ:
– ლოთია! დალევს! შეგვარცხვენს!
გრძნობდა და განიცდიდა. როგორ არ სვამდა, როგორ არ აჭარბებდა, მაგრამ აქ მთავარია საწყისი მომენტი განვსაზღვროთ, მიზეზს მივაგნოთ და საბაბი დავადგინოთ. ამ თვალსაზრისით ფაქტები, რასაკვირველია, აშკარად მის სასარგებლოდ მეტყველებენ. ბოჰემის ერთი ხანგრძლივი ციკლი ოლიას დაპატიმრებამ განაპირობა, მეორე – ძმის გარდაცვალებამ, მესამე – პრემიაზე უარმა, მეოთხე – მასობრივი დაჯილდოებისას უყურადღებობამ, მეხუთე – თორმეტი წლის ნაღვაწი პოემის დაწუნებამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ოპონენტები ბევრი ჰყავდა და ოპონენტებს შეედავა:
– მე მაქვს უფლება, ხანდახან დავლიო.
სინანულით აღიარა: სადაც უნდა შევიარო, ღვინოს დამაძალებენ, მწუხარება ვერ დავმალო, ღვინოს დააბრალებენ.
საყვარელი ფრანგი გაიხსენა:
იყო შარლ ბოდლერი: „მწარე და ძვირფასი თრობის საათია, ღვინის საათია!“ – ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე – რომელი საათია.
ვახტანგ ჯავახაძე – ღვინო – მესამე ღმერთი
რატომღაც ღვინოს პოეტების მახასიათებლად მიიჩნევენ, ხოლო ჩვენს სინამდვილეში გალაკტიონი ღირსეული კანდიდატია.
– ბახუსი მეტისმეტად მოწყალეა… მე არ მინდა ამის მეტი რამე ვთქვა მასზე, ამ მესამე ღმერთზე – ეს ყმაწვილი პოეტის სიტყვებია.
მემთვრალე და არა მოქეიფე!
– ერთი დეტალი, საკვირველი, დიაღ, საოცარი ქართველისთვის, – გაიხსენა გრიგოლ რობაქიძემ, – „კახურზე არგამწყრალი“, იგი, მე ერთხელაც არ მინახავს ნადიმზე და არ მსმენია როდისმე ელხინოს მას ჩვენებურად, გასართველად, და ეს საქართველოში და ეს ტფილისში.
არც საკუთარ ოჯახში გამასპინძლებია ოდესმე ვინმეს.
1931 წელს ინგლისელი ჩესტერტონის რუსული გამოცემიდან გადმოაქართულა:
– მთავრობამ აკრძალა ღვინის გაყიდვა. ხალხს კი ღვინო უყვარს, პოეტი უფასოდ არიგებს ღვინოს და ასე ამარცხებს მთავრობას.
1931 წელს პარიზის კაფეში ლექსივით რეკლამა ამოიწერა ფრანგულად, მერე გადაარუსულა და შემდეგ გადმოაქართულა: სუფრა უღვინოდ იგივეა, რაც დღე უმზეოდ.
დაასათაურა „ღვინო“ და განმარტა:
– გულის ჟანგი ღვინოსა სვამს პირველად, მაგრამ ორიოდე ყანწის შემდეგ ღვინო აბითურებს ჟანგს. დალევს კაცი ღვინოს და გადმოიღვრება ჟანგი, გამომჟღავნდება ყველა საიდუმლო. დალევ ღვინოს და დატრიალდებიან მთები, აირევიან ღრუბლები (მთებო, ღრუბლებო, რა მოგივიდათ, ღვინოს მე ვსვამ და თქვენ თვრებით?).
გაიღიმა და გალექსა:
აძინებს და აღვიძებს
ღვინო გრიგოლ ლაღიძეს,
მე და ჩემს ტიციანს კი
ღვინო გვამამლაყინწებს.
1946 წლის 31 დეკემბერს გორში სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე ვერიკო ანჯაფარიძეს შეხვდა:
ვერიკო ვერ იტანს,
In vino veritas.
1940 წელს ჩაიწერა:
– ეს ცხოვრება ღვინით სავსე ჭურჭელია.
და მერე გააგრძელა:
ეს ცხოვრება არის სავსე,
ღვინით სავსე ჭურჭელი.
მე საჭურეს ვადექ თავზე –
ზარმაცი გაურჯელი.
იმავე წელს ჩაიწერა:
– მე მჯერა, რომ იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ აქცია, მაგრამ ამ ღვინით რომ ვინმე დამთვრალიყოს, ვერ დავიჯერებ.
სმის ციკლს ავადმყოფობას ეძახდა და წამალიც ერთადერთი ეგულებოდა:
– შევიდეთ საწყალი კაცის აფთიაქში (სამიკიტნოში).
ერთხელაც ჩაიწერა:
– გაიარე, მაგალითად, დუქანთან, სადაც ოდესმე ლიმონათი დაგვილევია, შენ უსათუოდ
შეჩერდები და მოისურვებ კიდევ დალიო. ასეა ღვინოც.
ერთხელ სასაუზმესთან შეჩერდა. მერე გზა გააგრძელა და საკუთარი მოთმინება შეაქო:
– ყოჩაღ, გალაკტიონ!
მალე მეორე სასაუზმესთან აღმოჩნდა და კვლავ შეყოვნდა. მერე ისევ გააგრძელა გზა:
– ყოჩაღ, გალაკტიონ!
მესამესთანაც თავი შეიკავა და გზა გააგრძელა:
– ყოჩაღ, გალაკტიონ! – მაგრამ ამჯერად რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შეჩერდა – ახლა, ჩემო გალაკტიონ, სამჯერ რომ თავი შევიკავეთ, იმ მოთმინების სადღეგრძელო დავლიოთ! – და შემობრუნდა.
ვახტანგ კოტეტიშვილს მიაკითხა და მასპინძელი სახლში არ დახვდა. პატარა ბარათი დაუტოვა:
„ჩემო ვახტანგ, ვიყავი შენთან, არ დამხვდი. „ხალხური პოეზია“ დიდებულია. გილოცავ და გისურვებ, ჩემო ვახტანგ, იარო ასე სულ მაღლა-მაღლა და სვა კარგი ღვინო!
P.S. ჩემო ვახტანგ, გთხოვ იმ ღვინიდან ცოტა ჩემთვისაც გადაანარჩუნო. გ.ტაბიძე.“
1955 წელს მესხეთ-ჯავახეთში იმოგზაურა. ამ მგზავრობის ინიციატორმა ვახტანგ გურგენიძემ მრავალი ფოტო გადაუღო. ერთი ხერთვისთანაა გადაღებული: გალაკტიონი მსუბუქ ავტომობილთან დგას და მაღლა შემართულ ხელში ბოთლი უჭირავს. ფოტოს ვახტანგ გურგენიძის მინაწერი ახლავს:
– გალაკტიონს ძალიან მოეწონა ხერთვისში მინერალური წყალი „ვარძია“. როდესაც გადავუღე, მთხოვა არ დამებეჭდა, რადგან სხვებს ღვინო ეგონებათო – „ხომ იცი, ვახტანგ, უიღბლო კაცი ვარ“. (გალაკტიონის ეს თხოვნა, როგორც ხედავთ, ვერ შევასრულე).
გაიხსენა ქეთევან მაღალაშვილი და ელენე ბაქრაძე (დარიანი):
– აჰა, გამახსენდა! ქეთომ და ელიკომ რომ მითხრეს, რომ მშვენიერი ღვინო ჩამოუვიდათ, სუფრაზე გამოტანა რომ უნდოდათ და მე უარი ვთქვი. არ მინდა ღვინო.
– ანდრია ბალანჩივაძესთან საღამოთი ვიყავი ბინაზე. გამაცნო ცოლი, რომელმაც გამოალაგა ტორტი, საცივი, ღვინო. უხერხული კი იყო, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი. ისინი სახტად დარჩნენ.
შეადარა:
– ეხლა ჩემი გართობაა რგოლი, რომელიც ბოჩკიდან არის მოხსნილი. როცა გააგორებ, იგი ქანაობს ისე, როგორც მთვრალი, სახლისკენ მიმავალი. მიდის და მიქანაობს, ბოლოს ძალა ეცლება, დაეცემა, მაგრამ ისევ წამოდგება. კიდევ დაეცემა, კიდევ წამოდგება, კიდევ წამოდგება და ბოლოს ერთ ზღართანს მოადენს ისეთს, რომლის შემდეგაც ფეხზე წამოდგომა შეუძლებელია და დევს საწყალი და გდია ისე, როგორც მკვდარი.
ივარაუდა:
საქართველოს დიდება ვის არ გაუგონია,
მშვენიერი ლექსები ერთად შაუკონია,
პირველი მგოსანია, ყველას მოსაწონია,
მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: ღვინო უყვარს, მგონია.
1934 წლის 1 იანვარს კრილოვის 10 ნომერში ოლიასთან და მის უმცროს ძმა ვასიასთან ერთად შეხვდა ახალ წელს. როგორც ოლიამ ჩაიწერა რუსულად, ტოლიბაში გალაკტიონი იყო. რაც მახსოვს ეს ერთადერთი შემთხვევაა გალაკტიონის თამადობისა, ისიც სამკაციან სუფრაზე და საკუთარ სახლში.
ათეული წლების განმავლობაში ოპონენტები, რომლებსაც ლიტერატურულ მტრებს ეძახდა, ხშირად იყენებდნენ და უყენებდნენ ამ ბრალდებას და ხანგრძლივ იზოლაციაში ჰყავდათ:
– ლოთია! დალევს! შეგვარცხვენს!
გრძნობდა და განიცდიდა. როგორ არ სვამდა, როგორ არ აჭარბებდა, მაგრამ აქ მთავარია საწყისი მომენტი განვსაზღვროთ, მიზეზს მივაგნოთ და საბაბი დავადგინოთ. ამ თვალსაზრისით ფაქტები, რასაკვირველია, აშკარად მის სასარგებლოდ მეტყველებენ. ბოჰემის ერთი ხანგრძლივი ციკლი ოლიას დაპატიმრებამ განაპირობა, მეორე – ძმის გარდაცვალებამ, მესამე – პრემიაზე უარმა, მეოთხე – მასობრივი დაჯილდოებისას უყურადღებობამ, მეხუთე – თორმეტი წლის ნაღვაწი პოემის დაწუნებამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ოპონენტები ბევრი ჰყავდა და ოპონენტებს შეედავა:
– მე მაქვს უფლება, ხანდახან დავლიო.
სინანულით აღიარა:
სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავმალო,
ღვინოს დააბრალებენ.
საყვარელი ფრანგი გაიხსენა:
იყო შარლ ბოდლერი: „მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!“ –
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია.
15.11.2022
One reply to “ვახტანგ ჯავახაძე – ღვინო – მესამე ღმერთი”
ნატო
აცხონოს უფალმა დიდი
გალაქტიონ ტაბიᲫე ამინ