ღვინოსაც აქვს თავისი მარტოობა და ამ მარტოობას დავარგება, დაძველება ჰქვია. მიტოვების, დავიწყების გარეშე ღვინო არ ძველდება.
ზოგი კოლექციონერია და იშვიათად ხსნის საკოლექციო ღვინოს, ზოგი ღვინის აქტიური მომხმარებელია და მუდმივად იცვლება მისი საკოლექციო შემადგენლობა, ცდილობს ზუსტად დაამთხვიოს კონკრეტული ღვინის გახსნის მომენტი, რომ საყვარელი სასმელი არც გადაძველებული იყოს და არც ძალიან ახალგაზრდა. არიან ისეთები, ვინც ქვევრს ხის ძირში ან რაიმე განსაკუთრებული მოგონებებით სავსე ადგილას რგავენ წლობით და მხოლოდ გამორჩეულ დღესასწაულზე ხსნიან – შვილის ქორწილზე, შვილიშვილის დაბადების აღსანიშნავად, „უმაღლესში“ ჩაბარებისას, დევისის თასის აღებისას, ოლიმპიური მედლის მოპოვებისას, ციხიდან გამოსვლისას.
სხვები ბოცებითაც ინახავენ ღვინოს და 20 წლის შემდეგ უკვირთ, როცა ღვინო უცებ იცვლის ფერს და სითხესაც გაურკვეველი გემო დაჰყვება. ზოგს უმართლებს, ღვინო კარგად ენახება, რაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს წერილი ღვინის შენახვის წესებზე არაა, არამედ ძველ ღვინოზე, ძველი ღვინის ფილოსოფიაზე და მნიშვნელობაზე. ლუკას სახარებაში ხომ ვკითხულობთ, რომ თუ ძველ ღვინოს სვამ, შეუძლებელია მაშინვე ახალი ისურვო, რადგან იტყვი, რომ ძველი სჯობს: „და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს“ (ლუკა, 5.39). იქვე ვკითხულობთ, რომ ახალი ღვინო ძველ ტიკებში არ უნდა ჩაისხას, არამედ მხოლოდ ახალში და მხოლოდ მაშინ შეინახება: „არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.“) (ლუკა, 5.38). ნახეთ როგორი ფაქიზი მნიშვნელობა ჰქონდა დამარხვას: დაცვა, შენახვა, მოფრთხილება.
სადაც ღვინო, იქაც პური და მოდით კიდევ ერთი მუხლი გავიხსენოთ, ამჯერად იოანეს სახარებიდან: „უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს.“ (იოანე, 12,24).
როგორც ვხედავთ, პურმა „კვდომით“ იმრავლა, ღვინომ კი „დამარხვით“ მიაღწია სრულყოფილებას. ქვევრსაც ხომ იგივე მნიშვნელობა აქვს: რაღაცამ, რაც მზითაა სავსე, აუცილებლად სიბნელეში უნდა მოიცადოს, რათა შემდეგ ისევ გამოვიდეს მზის სინათლეზე. ეს ძალიან ღრმა აზრია და ღრმა პროცესი, ამაზე ძველი ავტორებიც წერდნენ და არც თანამედროვე მოაზროვნეები აკლებენ. მაგ. მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, რომ სიბნელით, სიბნელეში იშვება აზრი, აზროვნება, რომ უნდა მოხდეს „დაჩრდილვა“, თუ გვინდა რომ გაშუქებამდე მივიდეთ. მოკლედ, ეს დაძველება, დავიწყება, განმარტოება, ნებაზე მიშვება ღვინოს სძენს მთავარს – აზრს და მნიშვნელობას. ღვინო კი არ უნდა დაიხვეწოს, უნდა გადაიხვეწოს, სამოგზაუროდ წავიდეს, დაიკარგოს დროსა და სივრცეში, უკაცრიელ კუნძულზე მოხვდეს, სრულ მარტოობაში (სხვა ბოთლებთან მეზობლობა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს). მისი არსებობაც კი შეიძლება დაგვავიწყდეს, რადგან დიდი ხნის წინ დაწვენილი ბოთლი ქვემოთ მოექცევა და ყველაზე გვიან გაიხსნება. ჩემს მარანში (საცავში) ბევრი ასეთი ღვინოა „დაკარგული“, ზემოდან სხვა, გაცილებით ახალი ღვინოების რიგები ფარავენ. ვინ იცის როდის ჩავაღწევ იმ სანუკვარ ბოთლამდე, როდის გავხსნი!
ათი წლის ღვინოს როცა ვხსნით, ის განვლილი ათი წელიც თვალწინ დაგვიდგება. გვახსენდება წლები, როცა არ გვახსოვდა ამ ღვინის არსებობა. მნიშვნელოვანი ხდება ის 10 წლის გაქვავებული მტვერიც, რომელიც ბოთლზეა დაფენილი.
რომელი ჭურჭელია საუკეთესო ღვინის შესანახად? ზემოთ მოგზაურობა და უკაცრიელი კუნძული ვახსენე, ხოდა ბოთლში გამომწყვდეული ღვინოც რაღაცნაირად ბოთლში ჩაცურებულ და ოკეანის ტალღებს მინდობილ წერილს ჰგავს. თითქოს ღვინო ჩვენი ორეულია – ჩვენ ცხოვრების ტალღები გვეხლება მზისა და მთვარის შუქზე, ის კი მარტოობაში, სიბნელეში იზრდება, ვითარდება და ბოლოს, გვიბრუნდება თავისი ამბით, თავისი წერილით.
მოკლედ, ღვინოც ტექსტია, ღვინოსაც უყვარს წაკითხვა, ამიტომაა, რომ ღვინის სარდაფს ბიბლიოთეკასაც ადარებენ. ალექსანდრიაში მარტო წიგნების საცავი არ ყოფილა. პტოლემეოსებს (ლაგიდებს) ღვინის დიდი საცავიც ჰქონდათ.
ამ წერილში ჩემი პირველი დავარგებული ღვინოების შესახებაც მინდოდა მომეთხრო, მაგრამ მე მგონი კონკრეტიკა, სახელები, წლები აურევს წერილის ტემპერატურას. ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა კი ღვინოს არ უხდება. გავუძლებ ცდუნებას და არ მოვყვები ღვინოებზე, რომელიც დავაწვინე და დროებით დავივიწყე. მეგობრების წრეში ხანდახან ღვინის მხარ-თეძოზე წამოწოლასაც ვეძახით ამას, თუმცა მხარ-თეძოზე წამოწოლა ცოტა ბრუტალურად ჟღერს და მასში არაა იდუმალება, არადა ღვინის დაძველებაში ბევრი ფარული რამ ხდება, ლამის მაგიური. ერთი რამის თქმა შემიძლია კიდევ: არასდროს, არც ერთხელ მარტოს არ გამიხსნია რომელიმე უნიკალური ღვინო, რომელიც სულ ერთი ან ორი ბოთლი მაქვს. აუცილებლად რამდენიმე უნდა ვიყოთ, სასურველია ღვინის ავტორიც იქვე იყოს. იქნებ თავად უკვე გამოელია ეს ღვინო და ახლა მხოლოდ შენთან გადანახული ბოთლიდან უნდა იგემოს თავისი წარსული.
ღვინოში ეს განუმეორებლობაა მთავარი და ისევ შეგახსენებთ აქამდე არაერთხელ თქმულ ფორმულას, რომელიც დიდი ხნის წინ ჰერაკლიტეს გამოვტაცე და გადავასხვაფერე: „ერთ ღვინოში ორჯერ ვერ შეხვალ“. გარდა იმისა, რომ ღვინო იცვლება, ჩვენც სულ სხვა ადამიანები ვხდებით. ღვინო ბოლომდე განგვაცდევინებს მოკვდაობას, რადგან იგი თავადაც მოკვდავია, რაღაც დროის შემდეგ იგიც ცარიელდება და მისგან მხოლოდ ჩონჩხი, უსულო და უსხეულო თავის ქალა რჩება. მაგრამ ამ მოკვდაობის განცდას არ ახლავს „შიში და ძრწოლა“, რადგან ხელში ღვინითა და პურის ყუასავით ჩამოტეხილი ამბებით ვეგებებით მას. თრობა, ღვინის ძალა, ძველი ღვინის მხიარული სიბრძნე აუცილებლად გაგვათავისუფლებს, თითქოს დიონისე ელევთერიოსი იყოს, განმათავისუფლებელი.
ყველანაირი ღვინო გვათავისუფლებს, ახალიც და ძველიც, უბრალოდ ძველმა ღვინომ სიბნელე გამოიარა და სიბრძნით დაგვიბრუნდა. ამიტომ, ბაკხურ შეშლილობაზე მეტად ძველ ღვინოს ჭვრეტა და ფიქრი უხდება.
უფალმა სამოთხეში ადამს ერთი ხის ხილის ჭამა აუკრძალა და ეს ხილი ყურძენი იყო, რადგან უფალმა იცობა ადამი ბოლოს და ბოლოს მიხვდებოდა, რომ მისგან მათრობელა ღვინო კეთდება და ადამის მოდგმა მით თავს გაიფუჭებდა. უფლის შიში გაამართლა, ადამის მოდგმა მას შემდეგ ღვინოს ისე იყენებს, როგორც მას თავისი გონიერება-უგნურება კარნახობს. უფლის დაშვებით ღვნოს სამი ღირსება აქვს: სამკურნალწამლო თვისება, კვებითი ღირებულება და კარგი საგემოვნო თვისებები. სამკურნალო თვისებას ღვინოს ის ქიმიური ელემენტები აძლევს, რომლებიც ყურძნიდან გადავიდა ღვინოში. კარგ კვებით ღირებულებას ღვინო იმ ვიტამინების შედეგად იღებს, რომელი ვიტამინებიც ყრძნიდან ღვინოში გადადის, ხოლო კარგ საგემოვნო თვისებებს ღვინო, იმ ქიმიური ნივთიერებების ჟანგვა-აღდგენით იღებს, რომლებიც ღვინის დავარგება-დაძველების დროს ღვინოში წარიმართება, რომლის დროსაც ეს ქიმიური ნივთიერებები იშლებიან და აღდგებიან სურნელოვან ნივთიერებებად, რომლებიც ღვინოს კარგ გემოს და სუნს აძლევს, ანუ ახალგაზრდა ღვინის დავარგება-დაძველებით იკარგება ღვინის სამკურნალო თვისებისა და კვებითი ღირებულების უმეტესი ნაწილი და ამის ხარჯზე იზრდება მისი საგემოვნო თვისებები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ღვინის სმის ქართული ტრადიცია, არ იცნობს ღვინის დავარგება-დაძველებას და წლის მოსავალი შემდგომ მოსავლამდე ისმებოდა. ჩვენმა წინაპარმა სწორედ ამიტომ მისცა ქვევრს ასეთი ფორმა (ბეჭებგანიერი), რომ ის ღვინის სადუღარი ქვევრია და არა ღვინის შესანახი. მოკლედ რომ ვთქვათ დავარგება-დაძველებით ღვინო იმ ძირითად ფუნქციას კარგავს, რომელიც მასში უფალმა ჩადო. ამიტომ ბატონი მალხაზი და მისდაგვარი სპეციალისტები ღვინის დავარგება-დაძველებას კი არ უნდა უძღვნიდონ ამაღელვებელ წერილებს, არამედ დასავლეთს უნდა უხსნიდნონ, რომ ღვინის დავარგება და წლობით შენახვა (მით უმეტეს მუხის ქიმნივთიერებებით შეკაზმვა) უფლის ნების დარღვევაა. ამითომ ღვინის ქვევრში დაყენება-გამოყელების წესია ხვთიური და აქეთ უნდა წავიდეს მსოფლიო მეთვინეობა.
მალხაზ ხარბედია – ძველი ღვინო

მაშ, დავლიოთ! Ergo Bibamus!
2 replies to “მალხაზ ხარბედია – ძველი ღვინო”
ჟორა გაბრიჭიძე

გურამ
მალხაზ ხარბედია გენიალური ადამიანია!