ჩემი საყვარელი ოპერის, მოცარტის „დონ ჟუანის“ დასასრულს, ოპერის მთავარი გმირი ამაყად გაიძახის (სიმღერით, ცხადია), ქალებს და ღვინოს გაუმარჯოსო… ქალები – გასაგებია, ეს დონ–ჟუანის ადიქციაა, რის გამოც უკვე გარდაუვალია მისი დაღუპვა, მაგრამ ღვინო ამ შემთხვევაში მისი ბოლო საყრდენია, მხნეობისა და თავდაჯერებულობის უკანასკნელი იარაღი, – იქამდე, ვიდრე საბოლოოდ დაკარგავდეს თავს და საერთოდაც ყველაფერს… რადგან რამდენიმე წუთში მოცარტის ტრაგიკული რე–მინორითდონ–ჟუანის წინაშე მის მიერვე მოკლული კომანდორის – Il Commendatore – ქანდაკება ამოიზრდება, ფეხადგმული ქვის სტუმარი, განაჩენის გამომტანი მისი ვნებებისთვის, მისი ახალგაზრდობისა და სიცოცხლისთვისაც კი…
“Vivan le femmine, viva il buon vino!– დონ–ჟუანი რამდენჯერმე გაიმეორებს ამ სიტყვებს, მახვილით ღVinoზე,რადგან ღვინოღა დარჩება, – ყველასგან განწირულს, – რაც უკვდავად აგრძნობინებს თავს, დიონისედ, ღვინისა და ვნების ღმერთად, იმორალურ ლიბერტინად, სადაც იდეალი თავისუფლებაა და არა მორალიზმი…
დონ–ჟუანი ღვინით სავსე ჭიქით დგას, მოცარტის მუსიკა გვრგვინავს და კარზე მასთან სავახშმოდ მოსული (სინამდვილეში, მისი ქვესკნელში ჩასანთქმელად გამოგზავნილი) ქანდაკების La Mano-ს ხმა ესმის… კომანდორიუკვე ზღურბლზეა! სიბერექვის ხელებით მიიწევს დონ–ჟუანისკენ და მას მახვილივით შეუმართავს… ღვინით სავსე ჭიქა (მახვილივით შემართული ფალოსის მაგიერ, რადგან ეს უკვე დასასრულია: წინ – მამაკაცის სიკვდილია).
დონ–ჟუანში დიონისე კვდება, თრობისა და ლხინის, დროსთან ბრძოლაში განწირული, თავქარიანი და უპასუხისმგებლო სიყმაწვილის ხანა… დონ–ჟუანის სახით ინსტინქტთა გამომათავისეფლებელი ძველბერძნული ღმერთი დიონისე ქრისტიანული ბაროკოს პირქუში მორალისტის, ქვის კოლოსის წინააღმდეგ ომშია ჩაბმული…
დონ–ჟუანი კომანდორმა უნდა დაჯაბნოს – ვნება მორალმა უნდა მოიხელთოს, სურვილი ნებისყოფამ გახედნოს!
არადა, რა ლაღად მღეროდა სულ რაღაც ერთი მოქმედების წინ თავის ცნობილ არიოზოს, შამპანურისარიას, სადაც არა შამპანური, არამედ ისევ და ისევ ღვინოა ნახსენები და დონ–ჟუანის არ იყოს, ამ ცეცხლოვანი რიტმის გამო მსმენელსაც კი თითქოს ღვინო დაუდის სისხლძარღვებში, მუსიკალური ღვინით თვრება… მას ღვინისმოცარტი ათრობს! თავად მუსიკის დიონისე, სადაც ხელოვნების მფარველი აპოლონი და ღვინის ღმერთი ხვდებიან ერთმანეთს…
მოცარტი – აი, აპოლონურისა და დიონისურის ჭეშმარიტი შერწყმა!
თავად მოცარტსაც ხომ ასე უყვარდა ვენური წითელი ღვინო… „დღეს მადლიან ვენურს გეახელით“, – რამდენჯერ შეგვხვედრია ეს სიტყვები მის წერილებში…
დააი, თრობა სრულდება!
მოცარტი ოცდაათ წელს უახლოვდება „დონ–ჟუანის“ თხვზის დროს, როცა ის „ნახევარი ცხოვრების გზას“ გადის დანტეს მსგავსად, ვიდრე სიბრძნის, შეჯამებისა და ზრდასრულობის უსიერ ტყეში შეაბიჯებდეს (მოცარტის შემთხვევაში მთელ ცხოვრებასაც – მან ხომ 35 წლის ასაკში დატოვა ფიზიკური სამყარო).
კრიზისი მოსულია. დონ–ჟუანს კი ამის აღიარება არ უნდა… ერთადერთი ღვინოა, რომელიც მას მარადიულობის ილუზიას შეუნარჩუნებს და ამიტომაც გაიძახის ასე თავმომწონედ – ღვინოს გაუმარჯოსო!
„ინანიებ?“ – ეკითხება მას კომანდორი.
„არა… “
რადგან რა უნდა მოინანიოს? ვიდრე ის დიონისეა, ვიდრე თავისუფლების ღმერთი მასშია, ვიდრე ხელთ ღვინით სავსე ჭიქა უპყრია, ქვის მორალი მას ვერაფერს დააკლებს…
მაგრამ…
თრობა ხომ გადის!
სინამდვილე მძიმე ქვასავით აწვება მის ახალგაზრდულ ოცნებებს.
ლაშა ბუღაძე – ვნება და ნება
ვნება და ნება
(ღვინისა და მოცარტის „დონ–ჟუანის“ მოტივებზე)
ჩემი საყვარელი ოპერის, მოცარტის „დონ ჟუანის“ დასასრულს, ოპერის მთავარი გმირი ამაყად გაიძახის (სიმღერით, ცხადია), ქალებს და ღვინოს გაუმარჯოსო… ქალები – გასაგებია, ეს დონ–ჟუანის ადიქციაა, რის გამოც უკვე გარდაუვალია მისი დაღუპვა, მაგრამ ღვინო ამ შემთხვევაში მისი ბოლო საყრდენია, მხნეობისა და თავდაჯერებულობის უკანასკნელი იარაღი, – იქამდე, ვიდრე საბოლოოდ დაკარგავდეს თავს და საერთოდაც ყველაფერს… რადგან რამდენიმე წუთში მოცარტის ტრაგიკული რე–მინორით დონ–ჟუანის წინაშე მის მიერვე მოკლული კომანდორის – Il Commendatore – ქანდაკება ამოიზრდება, ფეხადგმული ქვის სტუმარი, განაჩენის გამომტანი მისი ვნებებისთვის, მისი ახალგაზრდობისა და სიცოცხლისთვისაც კი…
“Vivan le femmine, viva il buon vino! – დონ–ჟუანი რამდენჯერმე გაიმეორებს ამ სიტყვებს, მახვილით ღVinoზე, რადგან ღვინოღა დარჩება, – ყველასგან განწირულს, – რაც უკვდავად აგრძნობინებს თავს, დიონისედ, ღვინისა და ვნების ღმერთად, იმორალურ ლიბერტინად, სადაც იდეალი თავისუფლებაა და არა მორალიზმი…
დონ–ჟუანი ღვინით სავსე ჭიქით დგას, მოცარტის მუსიკა გვრგვინავს და კარზე მასთან სავახშმოდ მოსული (სინამდვილეში, მისი ქვესკნელში ჩასანთქმელად გამოგზავნილი) ქანდაკების La Mano-ს ხმა ესმის… კომანდორი უკვე ზღურბლზეა! სიბერე ქვის ხელებით მიიწევს დონ–ჟუანისკენ და მას მახვილივით შეუმართავს… ღვინით სავსე ჭიქა (მახვილივით შემართული ფალოსის მაგიერ, რადგან ეს უკვე დასასრულია: წინ – მამაკაცის სიკვდილია).
დონ–ჟუანში დიონისე კვდება, თრობისა და ლხინის, დროსთან ბრძოლაში განწირული, თავქარიანი და უპასუხისმგებლო სიყმაწვილის ხანა… დონ–ჟუანის სახით ინსტინქტთა გამომათავისეფლებელი ძველბერძნული ღმერთი დიონისე ქრისტიანული ბაროკოს პირქუში მორალისტის, ქვის კოლოსის წინააღმდეგ ომშია ჩაბმული…
დონ–ჟუანი კომანდორმა უნდა დაჯაბნოს – ვნება მორალმა უნდა მოიხელთოს, სურვილი ნებისყოფამ გახედნოს!
არადა, რა ლაღად მღეროდა სულ რაღაც ერთი მოქმედების წინ თავის ცნობილ არიოზოს, შამპანურის არიას, სადაც არა შამპანური, არამედ ისევ და ისევ ღვინოა ნახსენები და დონ–ჟუანის არ იყოს, ამ ცეცხლოვანი რიტმის გამო მსმენელსაც კი თითქოს ღვინო დაუდის სისხლძარღვებში, მუსიკალური ღვინით თვრება… მას ღვინის მოცარტი ათრობს! თავად მუსიკის დიონისე, სადაც ხელოვნების მფარველი აპოლონი და ღვინის ღმერთი ხვდებიან ერთმანეთს…
მოცარტი – აი, აპოლონურისა და დიონისურის ჭეშმარიტი შერწყმა!
თავად მოცარტსაც ხომ ასე უყვარდა ვენური წითელი ღვინო… „დღეს მადლიან ვენურს გეახელით“, – რამდენჯერ შეგვხვედრია ეს სიტყვები მის წერილებში…
დააი, თრობა სრულდება!
მოცარტი ოცდაათ წელს უახლოვდება „დონ–ჟუანის“ თხვზის დროს, როცა ის „ნახევარი ცხოვრების გზას“ გადის დანტეს მსგავსად, ვიდრე სიბრძნის, შეჯამებისა და ზრდასრულობის უსიერ ტყეში შეაბიჯებდეს (მოცარტის შემთხვევაში მთელ ცხოვრებასაც – მან ხომ 35 წლის ასაკში დატოვა ფიზიკური სამყარო).
კრიზისი მოსულია. დონ–ჟუანს კი ამის აღიარება არ უნდა… ერთადერთი ღვინოა, რომელიც მას მარადიულობის ილუზიას შეუნარჩუნებს და ამიტომაც გაიძახის ასე თავმომწონედ – ღვინოს გაუმარჯოსო!
„ინანიებ?“ – ეკითხება მას კომანდორი.
„არა… “
რადგან რა უნდა მოინანიოს? ვიდრე ის დიონისეა, ვიდრე თავისუფლების ღმერთი მასშია, ვიდრე ხელთ ღვინით სავსე ჭიქა უპყრია, ქვის მორალი მას ვერაფერს დააკლებს…
მაგრამ…
თრობა ხომ გადის!
სინამდვილე მძიმე ქვასავით აწვება მის ახალგაზრდულ ოცნებებს.
https://www.youtube.com/watch?v=uxcfmxP_o-A