ფერი – თეთრი
ტიპი – მშრალი
ყურძენი – რქაწითელი
კატეგორია – განსაკუთრებული მარაგი
დამზადების მეთოდი: ყოველ წელს მეღვინე საგანგებოდ არჩევს რქაწითელის განსაკუთრებულ მტევნებს, არომატის ინტენსიურობის, ბალანსის და საღი მჟავიანობის შენარჩუნების უნარის მიხედვით. ყურძენი ხელით იკრიფება და დიდი სიფრთხილით ხდება მისი გადამუშავება ელეგანტურობის და ხილის არომატის შენარჩუნების მიზნით. ღვინის დაძველება მიმდინარეობს ფრანგულ მუხის კასრებში.
გემური თვისებები: ამ ღვინოში შესანიშნავადაა შეხამებული საღი ყურძნის, თაფლის და ვანილის ტონები, კასრში დაძველებისგან მიღებული ხავერდოვანი ცოცხალი გემო ხანგრძლივი დაბოლოებით. ეს ღვინო ბოთლში განაგრძობს შემდგომ განვითარებას და გაუმჯობესებას წლების განმავლობაში.
კერძებთან თავსებადობა: წინანდალი გ/მ კარგად ეხამება მსუბუქ სალათებს, გრილზე მომზადებულ ბოსტნეულს, ქათამს და ორთქლზე მომზადებულ თევზს.
მიმოხილვები ჯერ არ არის.