მიტანა

როგორ ხდება და რა ღირს მიტანა?

მიტანის სერვისის საფასური 5 ლარია.

სამუშაო დღეებში 21:00-მდე და შაბათს 17:00-მდე განთავსებულ შეკვეთებს იმავე დღეს, კვირას განთავსებულ შეკვეთებს კი ორშაბათს მიიღებთ.

მიწოდება მთელი თბილისის მასშტაბითაა?

დიახ, მიწოდება მთელი თბილისის მასშტაბით გვაქვს. მომავალში ვგეგმავთ რეგიონების ათვისებასაც.

თუ შეკვეთას ადგილზე არ დავხვდი, რა მოხდება?

თუ კურიერს ადგილზე არ დახვდით, შეკვეთა უკან დაბრუნდება და მისი აღება შეგეძლებათ მაღაზიაში (სარაჯიშვილის გამზირი #2).

ადგილზე მოტანის გარდა, მაღაზიაშიც შემიძლია შეძენილი პროდუქტის აღება?

დიახ, თუ შეძენისას მონიშნავთ “მაღაზიიდან წაღების” მეთოდს. მაღაზია სარაჯიშვილის 2-ში მდებარეობს. სამუშაო საათები 10:00-დან 18:00-მდე (შესვენება 13:00-14:00), შაბათს 17:00-მდე, კვირის გარდა.

გადახდა

გადახდის რა მეთოდებს იყენებთ?

გადახდა შესაძლებელია უნდაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ბარათის გამოყენებით.

დაბრუნება/გადაცვლა

შესაძლებელია პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება?

შეძენის შემთხვევაში თუ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება საიტზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა და სხვა პროდუქტის შეკვეთა იმავე თანხის ფარგლებში. ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ ხარვეზიანი პროდუქტის ნიმუში.

სხვა შემთხვევაში, ნივთის დაბრუნება ან შეცვლა არ ხდება.

Updating…
  • თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.