დამზადების მეთოდი: თბილღვინოს ბრენდი VS ფრანგული მუხის კასრებში დაძველებული სხვადასხვა მაღალი ხარისხის სპირტის ნაზავია, რომელთაგან ყველაზე ძველი 7 წლისაა. დამზადებულია ქინძმარაულის მიკროზონის შილდის საკუთარ ვენახებში მოწეული და საგანგებოდ შერჩეული რქაწითელის ყურძნისგან.
გემური თვისებები: სასმელი გამოირჩევა ტკბილი სანელებლების, ვანილისა და კვამლის რბილი ტონებით, რომელსაც თან ერთვის ყვავილებისა და გამხმარი ხილის არომატები. აქვს გრძელი და ხავერდოვანი დაბოლოება.
კერძებთან თავსებადობა: საუკეთესო დიჯესტივია, რომელიც შეგიძლიათ მისაყოლებლის გარეშეც მიირთვათ, თუმცა შოკოლადის ნაყინი, ხილი, ქიშმიში, ჩურჩხელა და სხვადასხვა ნუგბარიც კარგად ეხამება. მოხმარების ტეპპერატურა 12 გრადუსი
ალკოჰოლი 40%
ბოთლის ზომა: 0.7L
მიმოხილვები ჯერ არ არის.