კახეთში ღვინის ვაჭრებს ასე ეტყვიან ხოლმე: ღვინოს რო ყიდი, მაგაზე უკეთესს რას იყიდიო?
ეს ისე უბრალოდ, პირველი რაც გამახსენდა…
ერთხელ კახეთში, ართანაში, მეგობრებმა ორი პლანი ვენახი დაგვიტოვეს ჩვენს ოჯახს, ჩამოდით, დაკრიფეთ და საკუთარ მარანში დააყენეთ ღვინოო. ბიძაჩემი და ჩემი და ჩავიდნენ დაგვიანებით და ოქტომბრის შუაში დაკრიფეს. შაქრიანობის ბრალი იყო თუ კიდევ რაღაცეები დაემთხვა კოსმოსში, მაგრამ ის ღვინო ვინც გასინჯა, ვერავინ დაივიწყა. არ იყო ბევრი და სულ საგანგებო ამბების დროს ვსვამდით. ბოლო ათი ლიტრი დავით გარეჯში წავიღე. მეორე დილით ჩემი მეუღლე, მისი მეგობრები ქმრებითა და შვილებით უნდა ჩამოსულიყვნენ ავტობუსით და იქაურობა უნდა მეჩვენებინა. ღვინოსაც დაგახვედრებთ-მეთქი, მაგრამ ღამე, მაინც გავხსენი ბოცა და მეგობრებს გავასინჯე. ღვინო კი ისეთი იყო, ტუჩს ვერ მოწყვეტდი. დავიდგით გარეთ, ჩავყავით შიგნით შლანგი და ვეღარ მოვწყდით. ნოემბერი იყო, გარეთ გრილოდა, მაგრამ არ სიცივე არ იყო. თავზე მოჭედილი ცა გვადგა, ხევიდან მგლების ყმუილი ისმოდა, ვისხედით ვიჯექით, ვლაპარაკობდით და სამმა თითქმის ბოლომდე დავლიეთ ათლიტრიანი ბოცა. არც ერთი არ ვიყავით სმის ჩემპიონი, უბრალოდ ასე გამოვიდა, ღვინომ გვიყო ოინი.
დილით ვფიქრობდი, წინ რა სირცხვილი მელოდა, როცა პატივცემულ ხალხს მხოლოდ ბოცის ძირს დავახვედრებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმათ ავტობუსშივე დაელიათ და ჩვენ შეგვრჩა ის ღამე, ის მოგონება და ის საოცარი ღვინოც, შემთხვევით გამოსული ისეთად, როგორიც დადგა.
მე ღვინის მწარმოებელი არა ვარ, უფრო – მომხმარებელი და დამფასებელი, მაგრამ ქართველების ღვინისადმი დამოკიდებულება ყოვლად გამორჩეული მგონია. გული მიჩუყდება ხოლმე ვიღაცეები შუა თბილისში, საკუთარ გარაჟებში და სარდაფებში რომ აყენებენ კახეთში ნაყიდი რქაწითელისგან ღვინოს. რაღაცნაირი გლეხური ერთგულებაა ეს ძველი წესისა, მეგაპოლისმაც რომ ვერ მოაშლევინათ. საკუთარი კარგი ღვინო ამ ქვეყანაში მუდამ სიამაყის საგანი იყო, ეგეთი ღვინის პატრონს გული საგულეს ჰქონდა. „სტუმრის აღარ მეშინიაო“ _ იტყოდა და ესეც როგორი გემრიელი ნათქვამია?! ღვინო თუ კარგია, სხვა რაღა? შოთზე და გუდა ყველზეც იქეიფებ და თუ ღვინო არ გივარგა, სულ ნაირ-ნაირები რომ დაყარო, იმ სუფრას აღარაფერი ეშველება.
მე მეგობარი მყავს, რომელიც წელების წინ ოჯახიანად გერმანიაში გადასახლდა, ფეხზეც დადგა იქ და როგორც კი დადგა, კახეთში ვენახი იყიდა. წლის მანძილზე სულ ორჯერ თუ ახერხებს ჩამოსვლას თითო კვირით და აეროპორტიდან პირდაპირ იქ გარბის, რომ დახედოს, გადახედოს, თუ როგორც არის… კარგი ვენახი, გაჭიმული პლანებით, კავკასიონის ძირში, ალაზნის ველზე _ ეგ ყოფილა მთავარი რაღაც, რასაც შეიძლება მიაღწიო, რისკენაც ღირს სიარული…
აბა, ახლა ჩემი ღვინისა დავლიოთ…
მე ერთი წესი მიყვარს კახური. მოსავლის აღების მერე, ვენახის პატრონი სოფლის ღარიბებს და ზარმაცებს უშვებს საკუთარ ვენახში და იქ კი ყოველთვის არის რაღაც მორჩენილი, ვაზის ფოთლებში მუდამ იმალება მტევნები, რომლებიც უვენახოებმა უნდა გაკრიფონ და თავის წილი ღვინო დაამზადონ. ამას ეძახიან დამცვრევას. ოღონდ დამცვრეული ყურძენი მაინც ცოტაა და მისგან დამზადებული, წყალ-შაქრიანი ღვინო არ ვარგა. სოფელში ჩუმად გაგაფრთხილებენ, იმისი ღვინო არ დალიო პეტიო ღვინოა, თავს გაგიხეთქამსო.
ჰოდა, იმ ცუდი ღვინის სახელი „პეტიო“ რუსულია (Питье – დასალევი რაღაც), იმ ხალხის ენიდან არის ეს სიტყვა მოსული, ვინაც ღვინისა არა იცოდა რა, კარგსა და ცუდს, ნამდვილს და ტყუილს ერთნაირად ჩაცეცხლავდა.
საინტერესოა, არა?
ჰოდა, რატომ არის, რომ ღვინოზე დავიწყე წერა და ჩაჯინებით სულ კახეთს ვახსენებ? საქართველოს დაბლობში ვაზი და ღვინო ყველგან იყო, ოღონდ კომუნისტებმა ისე გადაწყვიტეს, რომ ღვინის მწარმოებლად კახეთი უნდა დარჩენილიყო, ბევრი რამ იქაც მოსპეს, გამრჯე გლეხები დააწიოკეს, პეტიოს დამყენებლები დააწინაურეს და ქვეყანა ჩააბარეს, მაგრამ იმის წყალობით, რომ კახეთში ვაზი და ღვინო დარჩა, იქ არ გამწყდარა მთავარი ძარღვი, რაღაცა შენარჩუნდა, მართალია, სახე იცვალა, მაგრამ ვაზის და ღვინის ჯადოსნობის ადგილად კახეთი დარჩა.
დღეს კიდევ, როდესაც დანარჩენ საქართველოშიც ღირსეული ღვინო კეთდება, ამ ღვინოებთან ერთად თითქოს ხელახლა აღმოვაჩინე ჩემი ქვეყანა, ვხარობ და ვსინჯავ ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. ღვინო მთავარი სასმელი მგონია კაცობრიობისა, რადგან ვგრძნობ რომ მასში გემოებთან ერთად ადგილებიც ჩაბუდებულა. სასმელი მიყვარდა და მიყვარს, მაგრამ ღვინო ყველაზე მეტად შთამაგონებელია ჩემთვის, შეუძლია მამოგზაუროს, ყველაზე შორს წამიყვანოს და მერე მთავართან, შინ დამაბრუნოს. ღვინის მოგზაურობა უხიფათოა და სასიამოვნო. კარგი ღვინის თითოეულ ბოთლში კი, ჩემთვის პერსონალური ჯინია ჩაბუდებული, ამოვუშვებ და მისრულებს ოცნებებს.
ილუზიაა?
ნამდვილად არის, მაგრამ რატომ უნდა გავექცე ილუზიებს და ოცნებებს?
ღვინო მეოცნებეთა სასმელი მგონია და სანამ კაცობრიობას ოცნება შეეძლება, ღვინოსაც მუდამ დალევს.
არჩილ ქიქოძე – ღვინო

2 replies to “არჩილ ქიქოძე – ღვინო”
Თემური
მე ვიცოდი რომ კახეთში რკინიგზა რომ გაჰყავდათ, ფრანგი იბჟინერი იყო გვარად პეტიო, მაგან ასწავლაო კახელებს მასეთი ღვნის დაყენება და იმიტომ ეძახიან
მაია
💗