ბევრი მეკითხება ხოლმე – რატომ სვამო. მშობლებიდან დაწყებული და ჟურნალისტებით დამთავრებული. კონტექსტიც სხვადასხვანაირი მოყვება: ზოგი ამრეზით, ზოგი მართლაც ინტერესით მეკითხება.
საერთოდ, ვერ ვიტან მორალისტ ტიპებს. არც „სტერილური“ ადამიანის ტიპაჟი მხიბლავს მაინცდამაინც, პურიტანული სულისკვეთებით რომ მიქადაგებს ცხოვრების წესს…
მეცინება: მთელი ცხოვრება ღია ცის ქვეშ მაქვს გატარებული. მთელი ცხოვრება ზურგჩანთა მაქვს მოგდებული და ვეხეტები ტყე-ღრეში. ნეტავ, თუ წარმოუდგენიათ „იმათ” რა ნეტარებაა, როცა შუაგულ ღამეში, ნავში ხარ მიწოლილი და წრუპავ ღვინოს, თან ვარსკვლავებს აჰყურებ. რა ბედნიერებაა, როცა შარაგზის პირზე მოგირთხამს ფეხი, გამვლელი საბარგოს მოლოდინში, რომელიც ან გაგიყოლებს და ან – არ ესიმპათიურები და დაგტოვებს ასე, თავგადაკლულ ავტოსტოპერ კაცს… ჰოდა, რა ბედნიერებაა-მეთქი, რო ზიხარ შარაზე დაღალული და წრუპავ ბოთლიდან ღვინოსა…
სივრცის სასმელია ღვინო, მე თუ მკითხავ. გაშლილი ჰორიზონტების სასმელია ღვინო.თავისუფლების სასმელია. ზოგისთვის შეიძლება ხმაურის, სუფრების და სადღეგრძელოების დასალევია ღვინო, მაგრამ ჩემთვის – მარტოობის, სიჩუმის და სივრცეების აუცილებელი კომპონენტია.
და როგორ უნდა ავუხსნა აბა „იმათ”, რომ ამაზე საკრალური პროცესი და კავშირი, რაც ჩემსა და ღვინოს შორისაა, არ არსებობს.თუ გაუგებ ღვინოს, კარგია. მაგრამ ბევრია, აზრზე რომ არაა ღვინის სმის. სხედან მერე და სვამენ გულის წამლებს და ღიპებს ათახთახებენ.
მახსენდება თინეიჯერობა, როგორ ვეპარებოდი ნელ-ნელა ღვინოსა. სიმხნევისთვის და ტიპობისთვის ვსვამდი მოზარდობაში, რა თქმა უნდა, როგორც ყველა მოზარდი.
გავიხსენებ ბარემ, ჩემი მწერლური კარიერის დასაწყისს:
ერთხელ, დიდი ხნის წინ, თინეიჯერები რომ ვიყავით, მე და ძმაკაცმა ლიტერატურულ კონკურსზე წარვადგინეთ ჩვენი მოთხრობები.
მაშინ ინტერნეტი და გაგზავნები არ იყო და ეგრევე მივედით დაბეჭდილი ფურცლებით.
ჩემს ძმაკაცს ედო ცელოფანში და ხელში ეკავა სათუთად, მე კიდევ, შარვლის უკანა ჯიბეში, ოთხად გადაკეცილი მედო.
– მოდი, ჯერ დავლიოთ, – მითხრა ძმაკაცმა და სიმხნევისათვის იქვე, სკვერში ვგლიჯეთ ზურგჩანთით წამოღებული ერთი ბოთლი ღვინო. მაშინ დამწყები მსმელები ვიყავით და მაგრად დაგვათრო.
მოკლედ, შევედით და მივეცით ფურცლები ვიღაცა მოკლეკაბიან გოგოს. მერმე შევავსეთ რაღაც ანკეტა, მაგრამ მთვრალები რომ ვიყავით, ორი-სამი პირი გავაფუჭეთ ტყუილად, გაურკვევლად დავჯღაბნეთ. ბოლოს, როგორც იქნა, შედარებით გასაგები ვერსიები დავწერეთ და წამოვედით.
– მოდი, ვიყიდოთ შაურმა, – შევთავაზე ძმაკაცს, – გავსინჯოთ ერთი, როგორია. და ქვეყანაში გახსნილ პირველ საშაურმეში ვიყიდეთ შაურმა.
– მაგარი ყოფილა, – მოეწონა ძმაკაცს.
– ჰო, კაი რამეა, – მივუგე, – კონკურსში რომ გავიმარჯვებთ, მერე სულ შაურმები და ღვინოები ვიყიდოთ ხოლმე.
მოვდივართ და აგვტკივდა მუცელი.
– მგონი, შაურმამ მოგვწამლა, – ამბობს ძმაკაცი.
– მაშინ, დავლიოთ კიდევ ერთი ბოთლი ღვინო და მოვრჩებით, – შევთავაზე მე.
– ფული აღარ მაქვს, – დაღონდა ძმაკაცი.
– არა უშავს, – დავამშვიდე, – აგერ ეს სოტოვი (მობილურის წინაპარი) დავუტოვოთ მაღაზიაში და მოგვცემენ ერთ ბოთლ ღვინოს.
– ეგ სოტოვი არ მუშაობს, გაფუჭებულია, – დაეჭვდა ძმაკაცი.
– მერე რა, სოტოვი – სოტოვია. რო მოვიგებთ, ვიყიდით ახალ სოტოვებს და შაურმებს.
– ღვინოებსაც! – შემახსენა ძმაკაცმა, – რო არ მოვიწამლოთ ხოლმე.
– ჰო, ღვინოებსაც.
გადავცვალეთ გაფუჭებული „სოტოვი“ ერთ ბოთლ ღვინოში და მოვყლურწეთ. გამიარა ტკივილმა, ამასაც გაუარა.
– კაი რამეა ღვინო, – ამბობს ძმაკაცი, – არაყსა ჯობს.
– თან ეს ღვინო, – დავუმატე, – რო მოვიგებთ, სულ ასეთი ღვინოები ვიყიდოთ მერე. დაიმახსოვრე მარკა.
– კაი, – დამეთანხმა ძმაკაცი, – ეს ღვინო, სოტოვები და შაურმები.
– აბა რა, – ვუთხარი მე.
დავლიეთ კიდევ და უცებ ჩემი ძმაკაცი ამბობს: – და რო წავაგოთ?
– არაა შანსი, – ვეუბნები, – მაგრა ვწერთ ორივე.
– ჰო, მაგრა ვწერთ, – დაწყნარდა ძმაკაცი, – თუ არადა, რომელიმე ხო მოვიგებთ.
– აბა რა, მოვიგებთ. მაგრა ვწერთ და მოვიგებთ.
– მაშინ მოდი, დღეს ჩემს „დენდის“ (პლეისთეიშენის წინაპარი) გავყიდი, ბევრი ღვინო ვიყიდოთ და ვიქეიფოთ, ბიჭებსაც დავუძახოთ.
ლუკა ბაქანიძე – თავისუფლების სასმელი

– კაი, ეგრე ვქნათ. და რო მოვიგებთ, „ნინტენდო“ ვიყიდოთ „დენდის“ მაგივრად.
– ჰო, ვიყიდოთ. რა გრაფიკა აქვს!
ის კონკურსი წავაგეთ და ჩემმა ძმაკაცმა დაანება თავი ღვინოს და წერას. ბიზნესებს ხლართავს ახლა ამერიკებში. მე – არ დავანებე…
ჰოდა, ასე, ძმებოდადებო. თუ სულს უნდა, დალიეთ ღვინო, მოშორდით მონიტორებს და იარეთ, იარეთ, იარეთ, რათა იფხიზლოთ, მითქვამს მე.