ფერი – თეთრი
ტიპი – მშრალი
ყურძენი – ქისი
კატეგორია – განსაკუთრებული მარაგი
სავაჭრო ნიშანი – თბილღვინო
დამზადების მეთოდი: ამ ღვინისათვის მეღვინე საგანგებოდ არჩევს უმაღლესი ხარისხის ქისის ჯიშის ყურძენს, არომატის ინტენსიურობის, ბალანსის და ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი მჟავიანობისა და შაქრიანობის შეფარდების გათვალისწინებით. ყურძენი ხელით იკრიფება და დიდი სიფრთხილით ხდება მისი გადამუშავება ელეგანტურობისა და მწიფე ხილის არომატების შენარჩუნების მიზნით.
გემური თვისებები: ღვინოში გამოხატულია ციტრუსისა და ტროპიკული ხილის არომატები, რომელიც მთავრდება ცოცხალი, ხავერდოვანი და ჰარმონიული დაბოლოებით.
კერძებთან თავსებადობა: ქისი კარგად ეხამება მსუბუქ სალათებს, გრილზე შემწვარ ბოსტნეულს, ქათამს ციტრუსის სოუსით და ორთქლზე მოხარშულ თევზს.
გაყიდვაშია 2021 წლის მარაგი.
მიმოხილვები ჯერ არ არის.