წესები და პირობები

1. შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომში „კლიენტი“) და სს „თბილღვინოს“ (შემდგომში „კომპანია“ ან Shop.tbilvino.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ Shop.tbilvino.ge-ს ვებ-გვერდის გამოყენებას.

2. წინაპირობები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.1.  არის 18 ან მეტი ასაკის ფიზიკური პირი;

2.2.  გაეცნო მომსახურების პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია.

3. ანგარიშსწორება

3.1. კლიენტს შეუძლია ანგარიშსწორება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საბანკო ბარათის გამოყენებით შეუძლია.

4. ნივთის შეძენა და მიღების წესი:

4.1. კლიენტი Shop.tbilvino.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს ყიდვისას მითითებული მიტანის საფასურის გადახდის სანაცვლოდ, მითითებულ ვადებში;

4.2. შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:

4.2.1. თავად შემძენი (კლიენტი) პირადად;

4.2.2. კლიენტის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.

4.3. თუ კლიენტი არ იბარებს შეძენილ პროდუქტს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან Shop.tbilvino.ge-ს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები. კერძოდ, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი, რათა Shop.tbilvino.ge-მ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.

4.4. Shop.tbilvino.ge უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შეკვეთა.

4.5. თუ კურიერს ადგილზე არ დახვდით, შეკვეთა უკან დაბრუნდება და მისი აღება შეგეძლებათ მაღაზიაში (სარაჯიშვილის გამზირი #2).

5. ნივთის დაბრუნება/გადაცვლის წესი:

5.1. შეძენის შემთხვევაში თუ მიიღებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეესაბამება საიტზე შეკვეთილს ან აღმოჩნდება დაზიანებული/გაფუჭებული, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ პროდუქტის გამოცვლა და სხვა პროდუქტის შეკვეთა იმავე თანხის ფარგლებში. ამისათვის საჭიროა წარმოადგინოთ ხარვეზიანი პროდუქტის ნიმუში.

5.2. სხვა შემთხვევაში Shop.tbilvino.ge-ზე შეძენილი ნივთის შეცვლა ან დაბრუნება შეუძლებელია.

6. კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

ჩვენ, Shop.tbilvino.ge -ს გუნდი, გპირდებით, რომ:

6.1. ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;

6.2. არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;

6.3. ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

7. მიტანის პირობები:

7.1. მიტანის სერვისის საფასური 5 ლარია. სამუშაო დღეებში 21:00-მდე და შაბათს 17:00-მდე განთავსებულ შეკვეთებს იმავე დღეს, კვირას განთავსებულ შეკვეთებს კი ორშაბათს მიიღებთ.

7.2. მიწოდება მთელი თბილისის მასშტაბით ხდება. მომავალში ვგეგმავთ რეგიონების ათვისებასაც.


Updating…
  • ჭაჭა
    ჭაჭა საფერავი მუხაში დავარგებული 0.5ლ
      
    21.90 
  • თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.