ღვინოსთან უცნაური ურთიერთობა მაქვს, ახალგაზრდობაში სმა არ მიყვარდა. საბჭოთა კავშირში, თვითონ სიტუაცია იყო უცნაური. მაშინ კარგ ღვინოს ვერ იყიდდი და დალევის კულტურაც სხვანაირი იყო, სამ კაცს შეეძლო 10 ლიტრა ღვინო ეყიდა და სადღეგრძელოებით ჭიქები ბოლომდე დაეცალა, ასეთი ღვინოს დალევა, მე არ მსიამოვნებდა და ვერაფრით ვხვდებოდი რატომ იყო ეს სასიამოვნო პროცესი მათთვის. ამის თავიდან ასაცილებლად კი ხშირად ვიგონებდი სხვადასხვა სისულელეს, ხან ვიძახდი, რომ ღვიძლი მტკივა, რომ ახლა არ შემიძლია, რაღაცებს ვბოდიალობდი ხოლმე რომ არ დამელია. ამას ხალხი შეეჩვია და არასდროს არავინ მეუბნებოდა, რომ მოდი გურამ დავლიოთ.
მოხარული ვარ, რომ დღეს ღვინის სმის კულტურა შეიცვალა. მწარმოებლების მხრიდან კარგი და ხარისხიანი ღვინის წარმოებამ ადამიანების ცნობიერებაც შეცვალა. და ღვინის მიმართ დამოკიდებულება და დალევის ეტიკეტიც გახდა მეტად ევროპული.
დღეს მეტად ვიაზრებ, რამდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ღვინის სწორად მიღება, ღვინის არომატის შეგრძნება, შეფასება, ერთი ღვინოს მეორისგან განსხვავება, ღვინოს კერძებთან შეხამება და ამით შენი განწყობის გაუმჯობესება.
ღვინის დალევა არის დიდი კულტურა, ალბათ, ღვინოა ის რაც უცხო ადამიანებს შეკრების დროს აერთიანებს და აახლოებს, შეკრების აუცილებელი ნაწილიც კი ხდება.
ჩემი როგორც ფოტოგრაფის პროფესიული, ურთიერთობა ღვინოსთან და ყურძენთან ასე დაიწყო.
ერთხელ ცნობილმა მეღვინემ თამაზ კანდელაკმა შემომთავაზა, რომ წიგნისთვის გადამეღო ქართული ყურძნის ჯიშის ფოტოები, მომიწია მასთან ერთად საქართველოში მოგზაურობა, რათა კონკრეტული ჯიშები გადაგვეღო, მაგალითად უსახელოური ცაგერის რაიონში გადავიღეთ, რქაწითელი კახეთში, გორული ქართლში, ბატონმა თამაზმა მასწავლა, თურმე ყურძენს, როცა იღებ უნდა გადაიღო ისე რომ, ორი ფოთოლი მოაყოლო კადრში, ერთი უნდა ჩანდეს წინიდან და მეორე უკანა მხრიდან. ამ წიგნზე მუშაობის დროს უფრო მეტად გავერკვიე ღვინის ნიუანსებში და უფრო მიმზიდველი გახდა ჩემი ურთიერთობა ამ სფეროსთან.
ამ ფოტოგადაღების შემდეგ დავინტერესდი სახვით ხელოვნებაში ყურძენი და ღვინო როგორ და როდიდან გამოისახება. დავიწყე ვაზის ფოთლების და მტევნების გადაღება და ამ ფოტოების შედარება ორნამენტებთან და ნაქარგობასთან, რომელიც ვაზთან იყო დაკავშირებული. ამან მიბიძგა სხვადასხვა ფაზაში დამეფიქსირებინა ახლად გამონასკვული მტევანი თუ ფოთოლი, და წარმოუდგენელი სილამაზის ფოტოები გამოვიდა. ფოტოებიდან ჩანს თუ როგორ გამოიკვირტება ყურძნის მტევანი, როგორ იზრდება, როგორ იცვლის ფერს, როგორ მწიფდება, და როგორ აქცევს ადამიანი მას ღვინოდ.
გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფია და ღვინო